Тамара Гвердцители - Tbiliso

Размер: 7.02MB
Битрейт: 256 кбит/с
Описание

Текст песни:

მელოდიის ავტორია რევაზ ლაღიძე ტექსტის ავტორი პეტრე გრუზინსკი ნეტავ სად არის კიდევ ცა, უძიროდ ლურჯი, ხალასი, სწორედ ისეთი, როგორც შენია. ნაიარევი წარსულის, ნანგრევი ნარიყალასი, ჭაღარასავით შემოგრჩენია. თბილისო - მზის და ვარდების მხარეო, უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა, სად არის სხვაგან ახალი ვარაზი, სად არის ჭაღარა მთაწმინდა. ჩაივლი მტკვართან ხეივანს და გაზაფხულის მაყრები მეგებებიან მწვანე ჭადრები. აქ არ იმღერო, ძნელია, აქ ხომ ფოთლებიც მღერიან და ცაც ფირუზზე ლურჯი ფერია. თბილისო - მზის და ვარდების მხარეო, უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა, სად არის სხვაგან ახალი ვარაზი, სად არის ჭაღარა მთაწმინდა